შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მისია თავისუფალ, განვითარებად და დემოკრატიულ საზოგადოებაზე დაფუძნებული ძლიერი საქართველოს მშენებლობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიის უმთავრესი ამოცანებია თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის განმტკიცება და საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში განხორციელებული სისტემური დემოკრატიული რეფორმების შედეგად, საქართველოში შესაძლებელი გახდა ხელისუფლებაში პოლიტიკურ ძალთა მშვიდობიანი მონაცვლეობა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამოცანაა, ქვეყანამ შეინარჩუნოს ეს წარმატება და ძალაუფლების დემოკრატიული განახლების პროცესი შეუქცევადი გახადოს.


ეყრდნობა რა წინა წლებში დაგროვილ გამოცდილებას, მიღწეულ დადებით შედეგებსა და დაშვებული შეცდომების ანალიზს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს მომავლის ხედვას ქვეყანაში არსებულ თითოეულ პრობლემაზე. ერთიანი და განახლებული ძალებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ემზადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.


პარტიის ვებ-გვერდი: www.unm.ge


ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია

 

მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას

 

პოლიტიკური პარტიების/ბლოკების პროგრამების აუდიო ვერსიები უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.


პარტიის პოზიცია