შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ზვიადის გზა - უფლის სახელით

1990 წლის 10 იანვარს, პარტიის „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა"-ს თავმჯდომარედ მიხეილ (გელა) სალუაშვილი აირჩა. პარტიის რეგისტრაცია კი 1992 წლის 2 აპრილს განხორციელდა. პარტიამ, 1992 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად. საპარლამენტო ტრიბუნის მოპოვება ვერ შეძლო. პარტია, როგორც საარჩევნო ბლოკი „ზვიადის გზა - ხმა ერისა", მონაწილეობას იღებდა 1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებშიც. საარჩევნო ბლოკის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა - 1,8%-ით შეფასდა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა ბარიერის გადასალახად. ახალი კანონის მიღების გამო, პარტიის მეორე რეგისტრაცია 1998 წლის 27 თებერვალს მოხდა.


2011 წლის 23 დეკემბერს, კავშირის წესდებაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, პარტიას „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე" ეწოდა. 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში, პარტიის წარდგენით გაერთიანების თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი მონაწილეობდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ზვიადის გზა - უფლის სახელით" იღებს მონაწილეობას.


პარტიის ვებ-გვერდი: www.ufali.ge


ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია

 

მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას

 

პოლიტიკური პარტიების/ბლოკების პროგრამების აუდიო ვერსიები უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.

პარტიის პოზიცია