საქართველოს რესპუბლიკური პარტია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში "უსუფაშვილი-რესპუბლიკელების" სახელით მონაწილეობს. საქართველოს მოქალაქეები საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას იცნობენ, როგორც ყველაზე დიდი ისტორიის მქონეს არსებულ საარჩევნო სუბიექტებს შორის. ძალა, რომელსაც 38 წლიანი ისტორია გააჩნია, 1978 წლიდან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის სათავეებთან იდგა. ეს არის პარტია რომელიც არ შექმნილა არც ამ და არც სხვა მანამდე ჩატარებული არჩევნების წინ. საქართველოს რესპუბლიკური პარტია ყოველთვის იბრძვის მოქალაქეთა მხარდაჭერისთვის, რათა საქართველოს განვითარებას მისცეს ბიძგი, საქართველოს მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი და ჰარმონიული ცხოვრების გარემო, თავისუფლების და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური და პოლიტიკური სიკეთეების პირობები შექმნას.
რესპუბლიკური პარტია არის პარტია, რომელიც თავის თავში დემოკრატიულობის უმაღლეს სტანდარტებს აერთიანებს. გაწონასწორებასა და კონსენსუსისკენ მიმართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შიდაპარტიული მექანიზმები სრულ თანხვედრაშია იმ ღირებულებით ორიენტაციასთან, რასაც ქვეყანა ესწრაფვის - ევროპული დემოკრატიული ოჯახის წევრობა.
პარტიის ვებ-გვერდი: www.republicans.ge
ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია
მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას
პოლიტიკური პარტიების/ბლოკების პროგრამების აუდიო ვერსიები უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.