უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებელი და ქმედითი საქმიანობა და მისი რესურსების შემდგომი გაძლიერება;
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო საქმიანობის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის დაინერგება ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის სისტემა, რაც უზრუნველყოფს ღია და დახურული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, საფრთხეების იდენტიფიცირებას და მათზე დროულ რეაგირებას.