შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ოფიციალურად 2012 წლის თებერვალში, ქართველი ბიზნესმენისა და მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნდა. პარტიის თავმჯდომარეა გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი - კახა კალაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე. პარტიის აღმასრულებელი ორგანოა პოლიტიკური საბჭო, რომლის შემადგენლობაში პარტიის თავმჯდომარე და  ყრილობის მიერ არჩეული 20 წევრი შედის.


2016 წლის 14 მაისს, პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე, განახლებული პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დამტკიცდა. განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან: კახა კალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური, ირაკლი კობახიძე, დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე.


პარტიის ვებ-გვერდი: www.41.ge


ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია

 

მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას

 

პოლიტიკური პარტიების/ბლოკების პროგრამების აუდიო ვერსიები უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.

პარტიის პოზიცია