აუცილებელია თავდაცვის თანამედროვე და რეალისტური დოქტრინის შემუშავება; შეიარაღებული ძალების მშენებლობისას საქართველოს ბუნებრივი პირობების და საჭიროებების გათვალიწინება; ქართული ჯარის წვევამდელთა სისტემიდან საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლა, რაც, აქტიური რეზერვის ფონზე, ჯარის გაჯანსაღების გარდა, უამრავ ადამიანს დაასაქმებს.
ომში დაღუპულები, ვეტერანები და მათი ოჯახები სახელმწიფოს მიერ დაფასებულნი უნდა იყვნენ იმისდა მიუხედავად, თუ სად და რომელი პრეზიდენტის დროს იბრძოდნენ. ყველა, ვინც აქ, საქართველოში იცავდა სამშობლოს, ისევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც უცხოეთში მომსახურე სამხედროები. ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის სოციალური გარანტიების შექმნა სახელმწიფო პრიორიტეტად უნდა იქნას აღიარებული.