საქართველო, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს რომელიმე ერთი სტრატეგიული პარტნიორის ამარა. ჩვენ ურთულეს რეგიონში ვცხოვრობთ და, ისტორიულად, ამ ტერიტორიაზე მუდამ იკვეთებოდა სხვადასხვა ძლიერი სახელმწიფოს ინტერესები. საქართველომ უნდა ითანამშრომლოს როგორც ევროკავშირის სახელმწიფოებთან, ასევე აშშ-თან, რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან, ჩინეთთან. საკუთარი ეროვნული ინტერესების გატარება შესაძლებელია სწორედ ამ სუბიექტებთან დაბალანსებული მრავალმხრივი ურთიერთობებით.