შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა
  • საქართველო, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ობიექტის ნაცვლად, მის სუბიექტად უნდა ჩამოყალიბდეს, უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პოლიტიკის ძირითადი პრინციპი პრევენციული დიპლომატია გახდეს;
  • ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და განმტკიცების მიზნით, გამოირიცხოს ავანტიურიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში, საქართველო, დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონის ნაცვლად, თანამშრომლობის სივრცედ იქცეს;
  • ევროკავშირთან ურთერთობა მაქსიმალურად გაღრმავდეს;
  • ჩრდილოატლანტიკურ სივრცესთან თანამშრომლობა უნდა იყოს თანასწორუფლებიანი და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებაზე აგებული;

  • რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მაქსიმალურად ინტენსიურად წარიმართოს;

  • რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან მას საფრთხე არ დაემუქრება; 

  • საქართველომ ყოველმხრივ ხელი შეუწყოს სტაბილიზაციის პროცესს ჩრდილოეთ კავკასიაში. მშვიდობიანი და სტაბილური კავკასია საქართველოსთვისაც უმთავრესი პრიორიტეტია;

  • საქართველომ განამტკიცოს და გააღრმავოს ურთიერთობები მეზობელ სახემწიფოებთან და ყველა ჩვენი მოქმედება იყოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ მიმართული.
პარტიის პოზიცია