ჩვენ მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ წარმოადგენს რეალურ შესაძლებლობას ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების დასაწყებად, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იმ პირობით, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აიკრძალება ნებისმიერი სახელმწიფოს, ან სამხედრო ბლოკის შენაერთების დგომა. ამავე დროს, უბლოკო სტატუსი ხელს არ უშლის საქართველოს სამხედროების მონაწილეობას სხვადასხვა წვრთნებსა თუ სამშვიდობო მისიებში. ვითვალისწინებთ აფხაზებისა და ოსების ინტერესს, რომელთაც არ ხიბლავთ საქართველოს გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ასევე რუსეთის ინტერესს - საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო საფრთხის შესაძლო არსებობის შესახებ, ვიწყებთ ქვეყნის გამთლიანებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის გზით. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ყველა საშუალებით შევუწყობთ ხელს სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას, სახელმწიფო დიპლომატიასთან ერთად.