ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის საჭიროა გარემოსდაცვითი საქმიანობის სფეროს და მასში შემავალი ჰაერდაცვითი საქმიანობის სექტორის მდგრადი განვითარება, რისთვისაც შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები და ძირითადი ამოცანები არის განსაზღვრული:
წყლის რესურსების ადმინისტრაციული მართვის პრინციპის შეცვლა სააუზო მართვის პრინციპით, რომელიც ხელს შეუწყობს ფრაგმენტული (არაკომპლექსური) მიდგომის თავიდან აცილებას, წყლის ობიექტის მთლიან ჰიდროგრაფიულ საზღვრებში განლაგებული წყალმომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას; უზრუნველყოფს წყლის რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და კომპლექსურად მართვას, სხვადასხვა სექტორების წყალმოსარგებლეების შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის წყლით უზრუნველყოფას და კონფლიქტების თავიდან აცილებას; სწორი გადაწყვეტილების მიღებას, რამაც უნდა უზრუნველყოს:
„წყლის შესახებ" ახალი კანონის პროექტის შემუშავება და მიღება - წყლის რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების კანონმდებლობის სისტემის ფორმირებისათვის სისტემატიზებული სამართლებრივი საფუძვლის შექმნის გზით, ხელს შეუწყობს საქართველოში წყლის დაცვისა და გამოყენების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების საქმეს, რაც, თავის მხრივ, მომავალში სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და გარემოზე ანთროპოგენული ზემოქმედების ზრდის პირობებში, შექმნის ბუნებრივი გარემოს უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - წყლის რაციონალური (მდგრადი) გამოყენებისა და იმავდროულად წყლის რესურსების დეგრადაციის პროფილაქტიკის, შემცირებისა და მინიმიზაციის სამართლებრივ წინაპირობებს.