ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი: ეკონომიკის ზრდა, პირველ რიგში, გულისხმობს ექსპორტსა და შიდა ბაზარზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებას. ამისათვის აუცილებელია ეკონომიკის საწარმოო ბიზნეს-სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ამ მიზნით მისაღებია რეფორმატორული საკანონმდებლო ცვლილებები. კანონთა აღნიშნული პაკეტი შეეხება კორპორატიული საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. ეს ინიციატივა მოგვცემს ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას. ამასთან ერთად, ბიზნესკომპანიებს მიეცემათ საბანკო-სასესხო კაპიტალის საინვესტიციო კაპიტალით ჩანაცვლების შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს საექსპორტო პროდუქციის თვითღირებულებას და აამაღლებს მის კონკურენტუნარიანობას.
საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის სტიმულირების მექანიზმის დანერგვა რეალური ეკონომიკის სექტორში პირველი ორი წლის განმავლობაში მოგვცემს 2 მილიარდის ოდენობის „პორტფელური ინვესტიციების" მოზიდვის საშუალებას.
Start-up-ის მდგომარეობაში მყოფი მცირე ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს გადასახადებისგან პირველი ორი წლის განმავლობაში.
ღია ტიპის სააქციო საზოგადოებების შექმნის სტიმულირების მიზნით, ამ ტიპის საზოგადოებები გათავისუფლდნენ დივიდენდებზე მიმართული თანხების შესაბამისად.
საინვესტიციო-საფონდო ბაზრის განვითარების ხელშესაწყობად, საფონდო ბროკერებისთვის მოხდება ახალი ნორმატიული პირობების შემოღება და მათთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის დაწესება (მოგების გადასახადი - 5%).