შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა

აუცილებელია გადასახადების შემცირება და საგადასახადო კანონმდებლობის გამარტივება, რაც კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის, მათ შორის, შიდა ინვესტიციის მოზიდვას წაახალისებს. წინა ხელისუფლების დროს გამარტივდა ბიზნესის წამოწყება, მაგრამ წამოწყებაში, როგორც ჩანს, მხოლოდ დოკუმენტური მოთხოვნების გაიოლება იგულისხმებოდა. სინამდვილეში, ქაღალდზე იოლად დარეგისტრირებულ ბიზნესს რეალურად არანაირი გასაქანი არ ჰქონდა, ჩამოყალიბდა ხელისუფლებასთან აფილირებული ბიზნეს მონოპოლიები. მონოპოლიებს უნდა დაუპირისპირდეს ეფექტიანი ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც არც „ქართულ ოცნებას" შეუქმნია.

პარტიის პოზიცია