შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა

უმუშევრობის დასაძლევად ერთადერთი საშუალებაა ეკონომიკური განვითარება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, პოლიტიკურის გარდა, მძლავრ ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს. შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკის სრულფასოვანი განვითარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. მაგალითისთვის, საბჭოთა წლებში, მხოლოდ აფხაზეთში, ყოველწლიურად 6 მილიონი ტურისტი ჩამოდიოდა, როცა დღეს დანარჩენ საქართველოში მხოლოდ ორი მილიონი ადამიანი ჩამოდის. იგივეს თქმა შეიძლება საწარმოო საშუალებებსა და სასარგებლო წიაღისეულზე, საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინფრასტრუქტურაზე. საქართველოს უბლოკო სტატუსის ინიციატივის ერთ-ერთ მოტივს სწორედ ეკონომიკური განვითარება და სრულფასოვანი სატრანსპორტო სისტემის აღდგენა-შექმნა წარმოადგენს. ამავე დროს, უმუშევართათვის ექვსთვიანი შემწეობა უნდა დაწესდეს.

პარტიის პოზიცია