შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა

განათლებას მოვიაზრებთ, როგორც უწყვეტ პროცესს,  სკოლამდელი აღზრდიდან - უმაღლესი განათლების ჩათვლით. სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებს უნდა აღუდგეთ პედაგოგის სტატუსი, სკოლის პედაგოგის ხელფასი არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 1,300 ლარს. უმაღლესი განათლების დაფინანსება მთლიანად უნდა აიღოს საკუთარ თავზე სახელმწიფომ. ცხადია, ეს დამატებით ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ თანამედროვე პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ყველაზე რენტაბელური სწორედ მომავალი თაობის განათლებაში ჩადებული ინვესტიციაა. ამავე დროს, სახელმწიფომ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი პედაგოგის კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას, ანუ სახელმწიფო გამომცდელის პოზიციიდან უნდა გადავიდეს ხელშემწყობისა და დამატებითი ცოდნის მიღების გარანტორის პოზიციაზე. პროფესიული განათლება უნდა იქცეს ერთ-ერთ წამყვან რგოლად, რომელიც არა მარტო მოზარდებს, არამედ ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს მისცემს საშუალებას, მიიღოს ბაზარზე მოთხოვნილი უნარ-ჩვევები და აითვისოს ახალი პროფესია.


უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი უცხოეთში სტუდენტების სასწავლებლად გაგზავნის მიზნით. საგანმანათლებლო კრედიტს, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მთლიანად დაფარავს ფონდი. შესწავლილი იქნას ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პროგნოზი და დაიგეგმოს შესაბამისი სპეციალისტების მოსამზადებელი პროგრამები. სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ორწლიანი პროფესიული კოლეჯები, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ პრაქტიკული სპეციალობის, ხელობის შესწავლას საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ. გაუქმდეს ეროვნული გამოცდები და, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აბიტურიენტები საატესტატო გამოცდების შედეგების მიხედვით ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს ნაბიჯი სასარგებლო იქნება როგორც სტუდენტისთვის, ასევე უნივერსიტეტებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. მსოფლიო კლასის განათლების სისტემის შექმნის გზაზე ეს აუცილებელი და ეფექტიანი ნაბიჯი იქნება.

პარტიის პოზიცია