თავდაცვის ორგანიზაცია მრავალ პრამეტრზეა დამოკიდებული, ამიტომ მოქნილი და ეფექტური სამხედრო ორგანიზაციის ალგორითმის შემუშავებას ამ პარამეტრების შესწავლა უნდა უძღოდეს (მაგ. გეოგრაფიული თავისებურებანი, ბუნებრივი და წარმოებული რესურსების მოცულობა და ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული სურათი; რა პირობები განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების აუცილებელ გამოყენებას და სავარაუდო სამხედრო ოპერაციათა ხასიათი, ეფექტური დოქტრინა, წვრთნის ხარისხი, სტანდარტები და ა.შ.). ასეთი მოცემულობების ცოდნის გარეშე თავდაცვის ორგანიზაციაზე საუბარი ზედაპირულად მიგვაჩნია.