გლობალურად, საქართველოსათვის ცივილიზაციური განვითარების ვექტორად ევროპულ ცივლიზაციას მივიჩნევთ, ხოლო სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის კრიტერიუმი, მოცემულ პოლიტიკურ სივრცეში, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. აქედან, დღეს-დღეობით, საქართველოს მთავარ სატრატეგიულ პარტნიორებად მიგვაჩნია ევროკავშირი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.