ევროკავშირთან მოლაპარაკების გზით, ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას გარკვეულ კვოტებზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს, სურვილისამებრ, შეეძლოთ, კანონიერად იმუშავონ ევროკავშირის ქვეყნებში;
ჩვენ ევროკავშირის ფონდებიდან მოვიზიდავთ თანხებს, რათა ყველა მეწარმემ შეძლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტით სარგებლობა;
ჩვენ ევროკავშირის ფონდებიდან მოვიზიდავთ თანხებს საქართველოს რეგიონების განვითარებისათვის;
ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ 2019 წლიდან დაიწყოს ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც არის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე მჭიდრო ფორმა, როგორიც აქვს ისლანდიას, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინს;
ჩვენი ინიციატივით გაუქმდება ქართულ ბაზარზე დაშვების ნებისმიერი შეზღუდვა იმ პროდუქტებისა და სერვისებისთვის (მაგალითად, მშენებლობა, ფინანსური მომსახურება, ფარმაცია, სურსათი), რომლებიც აღიარებული, ლიცენზირებული, სერტიფიცირებულია ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში.