შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შევქმნით სპეციალიზებულ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი იქნება გენდერული ნიშნით და ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე რეაგირებაზე;

  • უზრუნველვყოფთ, რომ დანაშაულის ადგილზე სამართალდამცავებმა იმოქმედონ ერთიანი ინსტრუქციით, რაც მიმართული იქნება დანაშაულის ადგილზე აღკვეთისა და მსხვერპლის უფლებების დაცვისაკენ; ადგილზე ძალადობის აღკვეთის გასამარტივებლად, ასევე გავაუქმებთ შემაკავებელ ორდერზე სასამართლოს გადაწყვეტილების აუცილებელობის მოთხოვნას;

  • უზრუნველვყოფთ, რომ განხორციელდეს ერთიანი სტატისტიკის წარმოება ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც გააუმჯობესებს პრევენციის, რეაგირებისა და რეაბილიტაციის მექანიზმებს; ამავდროულად, ძალადობის შესახებ შეტყობინებისას,  მაქსიმალურად დავიცავთ პირის კონფიდენციალურობას; 

  • დავნერგავთ/გავაძლიერებთ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მონიტორინგის მექანიზმებს, რაც  შეამცირებს ძალადობის განმეორების რისკს;

  • გავაუმჯობესებთ თავშესაფრისა და მსხვერპლის რეაბილიტაციის სამსახურს;

  • საზოგადოების მგრძნობელობის გაზრდის მიზნით, ისევე, როგორც ქალთა უნარ-ჩვენების გაძლიერების და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, განვახორციელებთ საგანმანათლებლო კამპანიებს გენდერული თანასწორობის შესახებ.

 

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რომელიც 2012 წლამდე გაერო-ს ბავშვთა ფონდის დახმარებით აქტიურად ხორციელდებოდა და 2012 წლის შემდეგ შეფერხდა, გაგრძელებას საჭიროებს. ასევე საჭიროა დამატებითი სერვისების შემოღება მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გამოსული და/ან მინდობით აღზრდაში ნამყოფი,  18 წელს მიღწეული ახალგაზრდებისათვის, რომ მათ საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიკავონ.

პარტიის პოზიცია