შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ჩვენ გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას.

  • 2017 წლიდან ჩვენ გავაუქმებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს). შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იმოქმედებს კონტრ-დაზვერვისა და ანტიტერორისტული დეპარტამენტები ამომწურავად გაწერილი ფუნქციებით, ხოლო „პოლიტიკური პოლიცია" ჩაბარდება წარსულს;

  • უკანონო ფარული მიყურადების შემთხვევებისა და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის გამორიცხვის მიზნით, ჩვენ 2017 წლის იანვრამდე შევქმნით სამართალდამცავი ორგანოებისგან დამოუკიდებელ და საგამოძიებო ფუნქციის არმქონე ტექნიკურ სამსახურს. შესაბამისად, კანონმდებლობით დაშვებულ შემთხვევებში, ფარული მიყურადება განხორციელდება მხოლოდ ამ სამსახურის მიერ;

  • ჩვენ აღვადგენთ დანაშაულის რეგისტრაციის სისტემას და პოლიციელს აღარ მოეთხოვება დაბალი სტატისტიკის ჩვენების მიზნით მისი გაყალბება და დანაშაულის დამალვა;

  • ჩვენ პროკურატურას ჩამოვაშორებთ საგამოძიებო ფუნქციას, რითაც შევქმნით მისი გაწონასწორების მექანიზმს;

  • ჩვენ ავამოქმედებთ მთავარი პროკურორის შერჩევის ახალ, გამჭვირვალე წესს, რაც ხელს შეუწყობს  პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდას;

  • ჩვენ გავაფართოებთ ადვოკატების უფლებებს სამართალწარმოების პროცესში, პირველ რიგში, მტკიცებულებების მოპოვების კუთხით;

  • თავისუფლების აღკვეთის და შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებების დაცვაზე კონტროლის გასაძლიერებლად შევქმნით დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს, პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;
  • სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში, აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებულ ვიდეოკამერებზე პირდაპირი წვდომა ექნებათ სახალხო დამცველს, აგრეთვე პარლამენტის ნდობის ჯგუფს, რომელშიც ფართოდ იქნება წარმოდგენილი პოლიტიკური ოპოზიცია;
  • ჩვენ გავზრდით პატიმრების უფლებებს. მათ მიეცემათ თანამედროვე ტექნოლოგიებით (პერსონალური კომპიუტერი, ტაბლეტი, ელ-რიდერი) სარგებლობის უფლება, აგრეთვე გაიზრდება ოჯახთან პაემნების რაოდენობა, ასევე დავნერგავთ პატიმრის ხანმოკლე შვეულების უფლებას. დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში პატიმარზე ზემოქმედების ეფექტური საშუალება იქნება აღნიშნული უფლებების შეზღუდვა;

  • ჩვენ შემოვიღებთ წესს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის დეპუტატს უფლება ექნება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეზღუდვის გარეშე, შიდა რეგულაციების დაცვით, დაუბრკოლებლად შევიდეს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის ციხეებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
პარტიის პოზიცია