geo
  • geo
  • eng
  • arm
  • azr
შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საარჩევნო სუბიექტი(1)
  • საარჩევნო სუბიექტი(1)
  • დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ზვიადის გზა - უფლის სახელით
  • ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა
  • უსუფაშვილი - რესპუბლიკელები
  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
საარჩევნო სუბიექტი(2)
  • საარჩევნო სუბიექტი(2)
  • დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ზვიადის გზა - უფლის სახელით
  • ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა
  • უსუფაშვილი - რესპუბლიკელები
  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
საარჩევნო სუბიექტი(3)
  • საარჩევნო სუბიექტი(3)
  • დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ზვიადის გზა - უფლის სახელით
  • ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა
  • უსუფაშვილი - რესპუბლიკელები
  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
თემა
  • თემა
  • კონსტიტუცია და პოლიტიკური სისტემა
  • სასამართლო სისტემა
  • პირადი ცხოვრების უფლება
  • საარჩევნო სისტემა
  • განათლება
  • დასაქმება
  • ეკონომიკა
  • ინფლაცია
  • ეკონომიკური პარამეტრები
  • გადასახადები და ფისკალური პოლიტიკა
  • სახელმწიფო ხარჯები
  • სახელმწიფო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი
  • ბიუჯეტის დანაწილება
  • ტერიტორიული მთლიანობა
  • ჯანდაცვა
  • სოციალური უსაფრთხოება
  • იძულებით გადაადგილებული პირები
  • უმცირესობათა უფლებები
  • ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში
  • ბავშვთა უფლებები
  • გარემოს დაცვა
  • საგზაო მოძრაობა
  • სამოქალაქო სექტორი
  • საგარეო პოლიტიკა
  • სტრატეგიული თანამშრომლობა
  • ევრო-ინტეგრაცია
  • რეგიონული თანამშრომლობა
  • თავდაცვა
  • უსაფრთხოების პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

აცნობიერებს რა იმ როლს, რომელიც საქართველოს ენიჭება კასპიის ზღვისა და შუა აზიის რეგიონებიდან დანარჩენი მსოფლიოსთვის ენერგორესურსების ალტერნატიული გზებით მიწოდების პროცესში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს რეგიონულ ეკონონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებასა და ქვეყნის  სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში.


მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებას და ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას. ანაკლიის ყურეში საზღვაო პორტის აშენება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობას და კავკასიის ეკონომიკურად მიმზიდველ, მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონად გადაქცევას. საქართველოს ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს რეგიონის ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, უკრაინასთან.


უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გადამწყვეტია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო გაწევრიანებამდე მჭიდრო თანამშრომლობა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან. საქართველო ითამაშებს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის აუზსა და აღმოსავლეთ ევროპაში ისეთი რეგიონული ინიციატივების მხარდაჭერად, რომელიც ხელს უწყობს მთელი რეგიონში დემოკრატიულ პროცესების განვითარებას.

პარტიის პოზიცია