ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული მიზანი საგარეო, თავდაცვისა და მშვიდობის სფეროში ემყარება შემდეგ პრინციპებს:
ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება;
საქართველოს ტერიტორულ მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა;
ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობა;
საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
ჩვენ გავაგრძელებთ განუხრელ მსვლელობას ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით.
ჩვენ გავაღრმავებთ ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიულ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას;
ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას დასავლეთის უსაფრთხოების და სამართალდამცავ სტრუქტურებთან საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში გარე ჩარევების განეიტრალების მიზნით;
ჩვენ დავუბრუნებთ მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს;
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარალელურად, ჩვენ გავაძლიერებთ ევროკავშირის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში;
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი გაძლიერებისა და ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად, ნატო-ს ეგიდით და/ან ნატო-ს წევრ-სახელმწიფოებთან ერთად, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ საქართველოსათვის ხელმისაწვდომ ყველა წვრთნასა და მისიაში, ასევე გაერო-სა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში;
2019 წლამდე, ეტაპობრივად, ჩვენ შეირაღებულ ძალებს სრულად გადავიყვანთ პროფესიულ-საკონტრაქტო სისტემაზე და, შესაბამისად, უარს ვიტყვით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე;
ჩამოყალიბდება და დაინერგება ნატო-ს სტანდარტებზე მორგებული ტერიტორიული რეზერვის კონცეფცია, რომელიც იქცევა როგორც პროფესიონალური არმიის შევსების, ისე სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ეფექტურ სკოლად;
განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სამხედრო პირთა სოციალურ დაცვას: ეკონომიკის განვითარების პარალელურად, გაიზრდება ანაზღაურება; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი გაფართოვდება; დაღუპული სამხედრო პირების შვილებს სასწავლო გრანტით სახელმწიფო უზრუნველყოფს;
ჩვენ ახალი ძალისხმევით გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია -აღჭურვას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეჩერდა. განსაკუთრებულ ყურაღებას მივაქცევთ ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობასა და კიბერუსაფრთხოებას;
ჩვენ გავაძლიერებთ სამხედრო მრეწველობას, რომელიც, ერთი მხრივ, განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ასობით მილიონი დოლარის ოდენობით.