ამ მიმართულებით საჭიროა:
ჩვენ უზრუნველვყოფთ ეროვნული ბანკის რეალურ დამოუკიდებლობას და ხელს შევუწყობთ ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას. საბანკო ზედამხედველობის სამსახური დაბრუნდება ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეროვნული ბანკი გააგრძელებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებას და ფულის მასის მკვეთრ ზრდაზე უარის თქმას. ამასთან, არ დავუშვებთ ლარის კონვერტირებადობის ხელყოფას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით სარგებლობა არის ადამიანთა საბაზისო უფლება და დაუშვებელია მისი რამე ფორმით შეზღუდვა ხელისუფლების მიერ.