შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საგადადასახდო კუთხით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს კონკრეტული ინიციატივები:

  • 2017 წელს ჩვენ შევამცირებთ საშემოსავლო გადასახადს 15%-მდე, ხოლო მომდევნო ოთხ წელში - 10%-მდე;

  • 2017 წლის 1 იანვრამდე დავხვეწავთ განაწილებული მოგების გადასახადის ადმინისტრირებას და ოთხი წლის განმავლობაში შევამცირებთ მას 10%-მდე;

  • 2017 წელს ჩვენ 25%-ით შევამცირებთ სააქციზო განაკვეთს ნავთობპროდუქტებზე, ხოლო ალოკოჰოლურ პროდუქციაზე დავწევთ სააქციზო განაკვეთს საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე;

  • 2017 წლიდან ჩვენ გავაუქმებთ გადასახადს საპროცენტო შემოსავალზე;

  • 2017 წელს ჩვენ გავაუქმებთ უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის მინიმალურ, ორწლიან პერიოდს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის - ექვსთვიან პერიოდს;

  • 90,000 ლარამდე წლიური ბრუნვის (ანუ დღეში, საშუალოდ, 250 ლარამდე) ინდმეწარმის ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და შესაბამისად, არ დაიბეგრება;

  • 200,000 ლარის წლიური ბრუნვის (ანუ დღეში, საშუალოდ, 550 ლარამდე)  ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება;

  • დღგ-ს მხოლოდ 200,000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან;

  • საფოსტო გზავნილების მეშვეობით საქონლის დაუბეგრავად შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, 1,500 ლარი გახდება;

 

ასევე, ფისკალური პოლიტიკა იქნება დეფიციტის შემცირებაზე და შემდგომ აღმოფხვრაზე ორიენტირებული. აუცილებელია ვალის მშპ-სთან ფარდობის შემცირება.

პარტიის პოზიცია