გადასახადების შემცირების პარალელურად, ჩვენ შევკვეცთ ზედმეტ სახელმწიფო ბიუროკრატიასა და ხარჯებს. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ, მაგრამ უარს ვიტყვით ზედმეტ ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე.
2017 წელს ჩვენ სახელმწიფო ბიუროკრატიისა და სხვა არაეფექტურ ხარჯებს შევამცირებთ სულ მცირე ერთი მილიარდი ლარით;
ხარჯების ამ შემცირებას შეუქცევად იხასიათი რომ მივცეთ, 2018 წლიდან საბიუჯეტო ხარჯების ზრდას შევზღუდავთ რეალური ეკონონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებლით;
„თავისუფლების აქტში" ჩვენ შევიტანთ ცვლილებას, რომელიც 2019 წლიდან მთავრობის ხარჯების მოცულობას შეზღუდავს მშპ-ს 25%-ით. 2022 წლიდან ეს მაჩვენებელი მშპ-ს 20%-ით განისაზღვრება.