შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

თითოეული მოქალაქისთვის გაუმჯობესდება ჯანდაცვის ხარისხი. სისტემა შეიძენს სოციალურად სამართლიან სახეს და მეტად დაეხმარება გაჭირვებულებს.

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებათა განსაზღვრისას, სახელმწიფო სამედიცინოდან სოციალურ მოდელზე გადავა, რათა უზრუნველვყოთ განათლების მიღებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა ყველა მოქალაქისათვის, მათი საჭიროებებისა და განსხვავებულობის მიუხედავად;

  • გავაუმჯობესებთ სტატუსის მინიჭების მექანიზმს, გადავსინჯავთ დიაგნოზის მინიჭებისა და გადახედვის პროცედურებს და ევროპაში არსებულ პრაქტიკას შევუსაბამებთ;

  • გავაძლიერებთ სოციალური დაცვისა, ინდივიდუალური განვითარებისა და თვითრეალიზების გარანტიებს;

  • ხელს შევუწყობთ, რომ სასწავლო და საჯარო დაწესებულებები იყოს შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული;
  • გავზრდით საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელს.
პარტიის პოზიცია