შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • 2016 წლის ნოემბრიდან ჩვენ გავზრდით სახელმწიფო პენსიას 50 ლარით. 

  • 2017 წლიდან განახლდება სახელმწიფო პენსიების მუდმივი ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ;

  • ჩვენ საარსებო შემწეობას აღვუდგენთ ყველა იმ ოჯახს, რომელსაც იგი უსამართლოდ გაუუქმდა; 

  • ყველა მოქალაქე, მათ შორის, მაღალი შემოსავლის მქონე, დაზღვეული იქნება მისთვის ფინანსურად დაუძლეველი სამედიცინო ხარჯებისაგან (70,000 ლარამდე წელიწადში);

  • ამავდროულად, ჯანდაცვის სისტემა სოციალურად სამართლიანი გახდება და ნაცვლად იმისა, რომ ყველამ, ღარიბმაც და მდიდარმაც, ერთნაირად ისარგებლოს საბიუჯეტო თანხებით (2016 წელს მოქალაქეზე წელიწადში საშუალოდ 178 ლარის ოდენობით), როგორც ეს ამჟამად ხდება, შემოვიღებთ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტებს:

       1. გაჭირვებულისთვის - "სრული თანადგომის პაკეტი"

       2. ნაკლებად გაჭირვებულისთვის - "დახმარების პაკეტი"

       3. საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის - "მხარდაჭერის პაკეტი"

  • დღეს არსებული ვითარებისგან განსხვავებით, ყველა ჩამოთვლილი პაკეტი გაითვალისწინებს მედიკამენტების დაფინანსებასაც.
პარტიის პოზიცია