შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასა და არჩევანს. მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ წინასასკოლო მოსამზადებელ პროგრამას;

  • ჩვენ მოვახდენთ საბავშვო ბაღების დირექტორებისა და ბაღებთან დაკავშირებული მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლების სამსახურში მიღების დეპოლიტიზაციას, სამსახურში მიღების ცხადი კრიტერიუმებისა და გამჭვირვალე პროცესების შემოღების გზით;

  • ხარისხიანი საშუალო განათლების უზრუნველსაყოფად, ჩვენ გავაუმჯობესებთ ბიუჯეტის მიზნობრიობასა და ეფექტურობას, რის შედეგადაც 2017 წელსვე გავზრდით სასკოლო ვაუჩერის ღირებულებას, სულ მცირე, 50 %-ით;

  • ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლების სრულყოფილ თვითმმართველობას და ფინანსურ ავტონომიას;

  • სასკოლო ვაუჩერის მკვეთრი ზრდა და საჯარო სკოლების ფინანსური ავტონომია სასკოლო სამეურვეო საბჭოებს საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გაზარდონ სახელფასო ბიუჯეტები, რის შედეგადაც საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი, მინიმუმ, 650 ლარამდე გაიზრდება;

  • განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგებისთვის გაუმჯობესდება სამუშაო პირობები, მათი სტატუსი და ანაზღაურება გაუთანაბრდება სხვა პედაგოგების სტატუსსა და ანაზღაურებას;

  • ჩვენ გავაუქმებთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შეფასების სუბიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სქემას;

  • ჩვენ 2017 წელსვე მოვაწესრიგებთ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა/დაბეჭდვას;

  • ჩვენ განვაახლებთ და განვავითარებთ პროგრამას„ასწავლე საქართველოსთვის";

  • ჩვენ აღვადგენთ პროგრამას "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად";

  • ჩვენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მივანიჭებთ სრულყოფილ ფინანსურ და აკადემიურ ავტონომიას;

  • ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურები არ ერეოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში;

  • ჩვენ 5,000-ით გავზრდით ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობას და გავზრდით სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას;

  • ჩვენ გავაორმაგებთ სკოლის მოსწავლეების რაოდენობას, რომლებიც ერთი წლის ვადით მიემგზავრებიან გაცვლითი პროგრამებით საზღვარგარეთ, განსაკუთრებით, აშშ-ში.

  • ჩვენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მივანიჭებთ უფლებას, განახორციელონ სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები, აგრეთვე, აკადემიურ პროგრამებში შეიტანონ დისტანციური სწავლების კომპონენტი.
პარტიის პოზიცია