საქართველოს ბიუჯეტის განაწილება, ქვეყნის ახალი პოლიტიკური სისტემის პირობებითაა განპირობებული. ასე მაგალითად: ჩვენ მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით, ანუ საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა გამო, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების ათი პროცენტი უნდა იყოს გამოყოფილი. (ეს 10 % მოიცავს სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ კოორდინირების რეჟიმში განხორციელებული, განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის საკითხების დარეგულირებისათვის განკუთვნილ ხარჯებს).