საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის კურსის გამოცხადებიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალები მხოლოდ საკონტრაქტო პრინციპზე აგებული პროფესიული ჯარისკაცებისაგან უნდა იყოს დაკომპლექტებული. თავდაცვითი სისტემა, ქვეყნის საზღვრების დაცვისა და, საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვითი სამხედრო ოპერაციების განხორციელებაზე ორიენტირებული პროგრამის ბაზაზე უნდა იყოს აგებული.