შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ზვიადის გზა - უფლის სახელით

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთკავკასიურმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა ინსპირირებული ეთნიკური კონფლიქტები და აჯანყებები. ამჟამად კავკასია წარმოადგენს გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფ რეგიონს, რომელიც გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო (ჩეჩნეთი, აფხაზეთი, ცხინვალის ოლქი, მთიანი ყარაბაღი) დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.


ვგონებთ, უკვე დადგა დრო, რომ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა დედამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან დაკავშირებით. ვესწრაფვით რა არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ვისახავთ, რომ საქართველო გამოვიდეს საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციის „კავკასია - მშვიდობის სახლი" შექმნის ინიციატორი. ამაჟამად წარმოგიდგენთ მცირე ფრაგმენტს ჩვენ მიერ შემუშავებული, ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი დოკუმენტიდან:

  • „საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაცია „კავკასია - მშვიდობის სახლი" (შემდეგში - „კავმშვისა"), იქმნება კავკასიის რეგიონში შემავალი ხუთი სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, საქართველოსა და სომხეთის მიერ, გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მისი დამფუძნებელი დოკუმენტია და რომელსაც დაექვემდებარება ამ ორგანიზაციის საქმიანობა;

  • „კავმშვისა"-ს წევრი სახელმწიფოები რჩებიან დამოუკიდებელ, სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოებად;
  • „კავმშვისა", მასში გაერთიანებული სახელმწიფოების ძალისხმევით, შეეცდება რეგიონში - მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხების, ერთმანეთს შორის ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების ეფექტიანობის ამაღლებას;

  • „კავმშვისა"-ს თითოეული წევრი სახელმწიფო ვგმობთ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევისათვის ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით;

  • „კავმშვისა"-ს თითოეული წევრი სახელმწიფო კვლავაც განვამტკიცებთ ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების თანასწორუფლებიანობის რწმენას;

  • „კავმშვისა"-ს თითოეული წევრი სახელმწიფო ხელს შევუწყობთ სოციალურ პროგრესს და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უფრო მეტი თავისუფლების პირობებში;
  • „კავმშვისა"-ს თითოეული წევრი სახელმწიფო გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას, ზოგადად, მსოფლიოში და მათ შორის, კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით.
პარტიის პოზიცია