ღმერთის მიერ ადამიანისათვის მინიჭებული თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნებისა, და მათ შორის, საქართველოს ყოველი მოქალაქე, მიუხედავად სქესისა, მისთვის სასურველი საქმიანობის სფეროს არჩევაში თანაბარი უფლებით უნდა სარგებლობდეს. ყოველგვარი რეგლამენტაცია (უპირატესობის მინიჭება, შეზღუდვა, წახალისება, დაუმსახურებელი პირობების შექმნა და სხვა), გარკვეული კუთხით დისკრიმინაციის ელემენტის მატარებელია და აქედან გამომდინარე, მიუღებელი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი ნიჭისა და ინტერესების გამოვლენის მიხედვით საქმიანობის თანაბარი უფლება და შესაძლებლობა. ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ამა თუ იმ პირის პროფესიონალიზმს, თვითრეალიზაციისათვის შერჩეულ საქმიანობის სფეროს საკუთარი ნებით გამოკვეთასა და თანაბარ საკონკურსო პირობებით ნაკარნახევ შედეგს.