შესაბამისი სამინისტროს მიერ სოციალური უსაფრთხოების ზღვარს მიახლოებულ მოქალაქეთა დაცვის პროგრამების შემუშავებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება სოციალური უსაფრთხოების დაცვაში მოქალაქეთა დაზღვევის აქტიურ გამოყენებას. სახელმწიფოს ვალია, შეიმუშაოს სათანადო სტანდარტი ისეთი პირობებით, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის შესაბამის კატეგორიას საცხოვრებელი (საარსებო) მინიმუმით უზრუნველყოფს. ამ საქმეში ამოსავალ დებულებად უნდა იქცეს „ევროპის სოციალური ქარტია" (შესწორებული), სტრასბურგი, 3.V.1996 წ.