შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ზვიადის გზა - უფლის სახელით

შემუშავებული გვაქვს ორი სახის „საკონსტიტუციო რეფორმის" პროექტი:


1. 2003 წ. ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული „ნაცმოძრაობის" მიერ გატარებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ უდიდესი ზიანი მიაყენა ქართული სახელმწიფოს საკანონმდებლო სივრცეს. მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით 2004-2012 წ.წ. მოქმედი დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის მიერ შექმნილ დამახინჯებულ საკონსტიტუციო სამართლებრივ სივრცეში დადებითი ბალანსის აღდგენის მიზნით, ამ ეტაპზე ოპტიმალურ გამოსავლად გვესახება 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის" იმ რედაქციის აღდგენა, რომელიც 2004 წ. 6 აგვისტომდე მდგომარეობით გახლდათ დაფიქსირებეული;


2. აღნიშნულის პარალელურად, „საქართველოს კონსტიტუციაში" უნდა დაფიქსირდეს:

  • მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. კერძოდ:

  • „საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

  • სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

  • საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით".

  • სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება: „საქართველო არის მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო";

  • პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი დეპუტაციის ახლებური მექანიზმი. კერძოდ: კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, ასეა გადანაწილებული:
  • დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა 34 დეპუტატი;

  • საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებიდან აირჩევა 34 დეპუტატი.

 

საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში მომქმედი ძირითადი რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთაგან, დანიშნავს - 5 დეპუტატს (1 მანდატი - კათოლიკურ ეკლესიას; 1 მანდატი - სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას; 1 მანდატი - იუდაურ თემს; 1 მანდატი - სუნიტებს; 1 მანდატი - შიიტებს).

პარტიის პოზიცია