იმისთვის, რომ ევროპა დაგვეხმაროს ქვეყნის აღმშენებლობაში და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის თანასწორუფლებიანი წევრი, საჭიროა საქართველოს მიერ არჩეული ევროპის კავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკური კურსის წარმატებით განხორციელება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება.
საქართველოს შემთხვევაში, რეალისტურია პირველ ეტაპზე (Association, pre-accession period) ასეულობით მილიონი ევროს, შემდეგ კი - პოტენციურად მილიარდობით ევროს გამოყოფის პერსპექტივა. აუცილებელია დავიწყოთ აქტიური მუშაობა და ლობირება, რათა გაგვიჩნდეს შესაძლებლობა, ბევრად უფრო სოლიდური ფინანსები მოვიზიდოთ უკვე ევროკავშირის სტრუქტურული და სხვა მსხვილი ფონდებიდან, მათ შორის, ევროპის რეგიონული განვითარების (ERDF), ევროპის სოციალური (ESF) და ევროპის კოჰეზიის (გათანაბრების/უთანაბრობის შემცირების-GF) ფონდებიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ERDF-თან და CF-თან ურთიერთობა, რომლებიც რეგიონული განვითარებისა და რეგიონული უთანაბრობების შემცირებაზე ორიენტირებული ფონდებია.
ევროპის კავშირისგან დახმარების მიღების მრავალმხრივი შესაძლებლობებიდან მნიშვნელოვანია რეგიონულ პოლიტიკა და რურარული (სოფლის) განვითარება, რომლის შედეგები ყველაზე თვალსაჩინოა მოსახლეობისათვის, რამდენადაც მის ფარგლებში, უპირატესად, ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება: წყალსადენებისა და კანალიზაციის, გზებისა და ხიდების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია, მუზეუმებისა და პარკების, საცხოვრებელი კორპუსებისა და ადმინისტრაციული შენობების კეთილმოწყობა, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ხელშეწყობა გრანტებით, შეღავათიანი დაკრედიტებით, მეწარმეობის დაწყების დაფინასებით და მისთ. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია:
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების დახმარების რესურსებიდან ძალზე მნიშვნელოვანია სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტი (NIF) - დამატებითი რესურსების მობილიზების მექანიზმი ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოსა და სოციალური სექტორების ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯი უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წევრობის ოფიციალური მოთხოვნა ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლის საფუძველზე, რისთვისაც არსებობს ობიექტური საფუძვლები და საჭიროა საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოხატული მკვეთრი პოლიტიკური პოლიტიკური ნება.