საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია ავტომანქანების ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტის დადგენა და ავტომანქანების პარკის სავალდებულო პერიოდული ტექდათვალიერების დაწესება; საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გონივრულ ფარგლებში სანქციების გამკაცრება; საგადასახადო შეღავათის შემოღების მეშვეობით ახალი ავტომანქანების, ჰიბრიდული ავტომანქანებისა და ელექტრომობილების იმპორტის ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს გარემოს გაჯანსაღებასაც.