შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

ბავშვთა და ხანდაზმულთა მიმართ უთანასწორო მიდგომა, სიღარიბე, ქუჩაში ცხოვრება, ძალადობა და ტრეფიკინგი, სიკვდილიანობა კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება.  უნდა მოხდეს მათი უფლებებისა და კეთილდღეობის საკითხების განხილვის აქტუალიზება და ბიუჯეტში ასახვა. უნდა შეიქმნას ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მექანიზმები. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება ბავშვთა მიტოვების პრევენციაზე. მიუსაფარ ხანდაზმულთათვის უნდა შეიქმნას სათემო სახლები.

პარტიის პოზიცია