geo
  • geo
  • eng
  • arm
  • azr
შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საარჩევნო სუბიექტი(1)
  • საარჩევნო სუბიექტი(1)
  • დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ზვიადის გზა - უფლის სახელით
  • ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა
  • უსუფაშვილი - რესპუბლიკელები
  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
საარჩევნო სუბიექტი(2)
  • საარჩევნო სუბიექტი(2)
  • დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ზვიადის გზა - უფლის სახელით
  • ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა
  • უსუფაშვილი - რესპუბლიკელები
  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
საარჩევნო სუბიექტი(3)
  • საარჩევნო სუბიექტი(3)
  • დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ზვიადის გზა - უფლის სახელით
  • ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა
  • უსუფაშვილი - რესპუბლიკელები
  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
თემა
  • თემა
  • კონსტიტუცია და პოლიტიკური სისტემა
  • სასამართლო სისტემა
  • პირადი ცხოვრების უფლება
  • საარჩევნო სისტემა
  • განათლება
  • დასაქმება
  • ეკონომიკა
  • ინფლაცია
  • ეკონომიკური პარამეტრები
  • გადასახადები და ფისკალური პოლიტიკა
  • სახელმწიფო ხარჯები
  • სახელმწიფო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი
  • ბიუჯეტის დანაწილება
  • ტერიტორიული მთლიანობა
  • ჯანდაცვა
  • სოციალური უსაფრთხოება
  • იძულებით გადაადგილებული პირები
  • უმცირესობათა უფლებები
  • ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში
  • ბავშვთა უფლებები
  • გარემოს დაცვა
  • საგზაო მოძრაობა
  • სამოქალაქო სექტორი
  • საგარეო პოლიტიკა
  • სტრატეგიული თანამშრომლობა
  • ევრო-ინტეგრაცია
  • რეგიონული თანამშრომლობა
  • თავდაცვა
  • უსაფრთხოების პოლიტიკა
უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების სისტემაში მაქსიმალური ინტეგრაცია.


2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველო უმძიმესი გამოწვევების ფონზე ხვდება არა მხოლოდ რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის გამო. რუსეთ-უკრაინის ომის, სირიის კრიზისის, გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმის, ევროპაში მომრავლებული ტერორისტული აქტების, თურქეთში შეიარაღებული ამბოხის შემდეგ განვითრებული მოვლენების და რუსეთის მზარდი გლობალური ამბიციების ფონზე საქართველოს უსაფრთხოების სამხედრო-პოლიტიკური სისტემა, სულ უფრო და უფრო მოწყვლადი და მყიფე ხდება.


ამავდროულად, თავად ჩვენს ქვეყანაში აშკარაა საოკუპაციო რეჟიმის მრავალმხრივი გააქტიურება: აქტიურობა საოკუპაციო ხაზისპირა სოფლებში, აქტიურობა ქართულ მედიაში, აქტიურობა პოლიტიკურ სივრცეში და სამოქალაქო სექტორში. დღეს, ისე, როგორც არასდროს ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე განმავლობაში, რბილი ძალა აქტიურია და საოკუპაციო ხაზთან მდგარი ტანკების ფონზე რუსული პროპაგანდის მანქანა დღითიდღე ძალას იკრებს.


ასეთ პირობებში შეუძლებელია ქვეყნის განვითარებაზე, წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ საქართველოზე ვისაუბროთ, თუკი ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები არ შეიქმნა. უცხოური პირდაპირი ინვესტიცია, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია წელში გამართული, სოციალურად დაცული და ეკონომიკურად ძლიერი საქართველოსთვის, მხოლოდ სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანაში მოედინება.


შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ქვეყნის წარმატებისთვის არის უმნიშვნელოვანესი, მეტი საბიუჯეტო რესურსის დათმობა თავდაცვისუნარიანობის გამყარებისა და შეკავების შესაძლებლობების ზრდისთვის. დღეს, ქვეყანას სჭირდება გადამწყვეტი, თამამი ნაბიჯების გადადგმა და მკაცრად განსაზღვრული „წითელი ხაზების" პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში.


დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში, რომელსაც მკაცრად და მტკიცედ ჩამოყალიბებული ღირებულებები და პრინციპები აქვს, რომელიც ქმედითად უპირისპირდება ოკუპაციას, თანმიმდევრულად ატარებს სამშვიდობო პოლიტიკას, ორიენტირებულია საერთაშორისო ნდობის განმტკიცებაზე, მკაფიოდ აქვს გამოკვეთილი ქვეყნის პრიორიტეტები პარტნიორებთან ურთიერთობაში და აქვს მრავალწლიანი ხედვა საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის უმთავრესი ამოცანების გადასაწყვეტად.

პარტიის პოზიცია