შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

უკვე 5 წელზე მეტია, საქართველოში არ მომხდარა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების გადახედვა. მიზეზი აღრეული კომპეტენციები, დუბლირებული ფუნქციები და სახელისუფლებო შტოებს შორის არასათანამშრომლო ატმოსფეროა.


ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უმთავრესი გამოწვევა -  საფრთხეების არაადექვატური თავდაცვის ბიუჯეტი და შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ხარისხია. აუცილებელია მრავალწლიანი და სისტემური საბიუჯეტო პროცესის წარმართვა, რომელიც თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება პოლიტიკური კონიუნქტურისაგან. ამისთვის აუცილებელია:

  • ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა და თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცება,  საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის ფუნდამენტური გადასინჯვა;

  • თავდაცვის შესახებ კანონის მიღება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში თავდაცვის სამინისტროს წამყვანი როლის საკანონმდებლო წესით დადასტურება;

  • ეროვნული უშიშროების საბჭოს გაძლიერება დღევანდელ კონსტიტუციურ რეალობაზე მორგებით და მთავრობის სისტემაში არსებული უსაფრთხოების საბჭოს ტრანსფორმირება კრიზისების მართვის ცენტრად;

  • ეფექტური დოქტრინული ბაზისა და სტანდარტული სამოქმედო პროცედურების ჩამოყალიბება გადაწყვეტილების მიმღები ყველა რგოლის და ინსტიტუციისთვის;

  • შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა ბაზების პრინციპზე გადასვლით, პროფესიული მომზადების სტანდარტის აწევით და თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფით;

  • თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის სტრატეგიულ, გრძელვადიან და  პროგრამულ დაგეგმვაზე გადასვლა;

  • შეიარაღებული ძალების სისტემური რეორგანიზაციის გაგრძელება ნატოს სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის სამწლიანი გეგმის დამტკიცება და რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნა;

  • თავდაცვისუნარიანობის პრიორიტეტების გამოკვეთა და დაგეგმარება შემდეგი 4-8 წლის პერსპექტივით:  სახმელეთო ძალების გაძლიერება, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გაძლიერება, ანტი-სატანკო საშუალებების გაძლიერება;

  • ნატოსთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან სატრატეგიული თანამშრომლობის მოცულობის და მიმართულებების გაფართოება;

  • ნატო-ს, ევროკავშირის და გაერო-ს სამშვიდო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება;  

  • ჯარში თაობათა ცვლის პროცესის და ბიუროკრატიული სისტემის ოპტიმიზაციის სტიმულირება და რეგულირება საკანონმდებლო და საკომპენსაციო მექანიზმებით;

  • ეროვნული გვარდიის ფუნქციის ტრანსფორმაცია და კრიზისების დროს მისი გამოყენების შესაძლებლობის გამარტივება.
პარტიის პოზიცია