ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრება უმეტესად კვლავ დეკლარირებულ ღირებულებად რჩება, მიუხედავად ქალთა უფლებების დასაცავად განხორციელებული მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა. საქართველოს პარლამენტში წარმატება ვერ მოიპოვეს სქესის ნიშნის მიხედვით ქალთა მკვლელობის (ფემიციდის) ცალკე დანაშაულად აღიარებისა და პოლიტიკურ საქმიანობაში ქალთა ჩაბმის წამახალისებელმა (გენდერული კვოტირება საარჩევნო სიებში) კანონპროექტებმა. აუცილებელია მეტი ძალისხმევა საკანონმდებლო და, განსაკუთრებით, აღმასრულებელ დონეზე ქალსა და მამაკაცს შორის არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის წამახალისებელი საკანონმდებლო მექანიზმების შემოღება კვლავ აქტუალურ თემად რჩება.
პრობლემათა დიდი დიაპაზონი განაპირობებს სისტემური და სიღრმისეული მიდგომის ჩამოყალიბების აუცილებლობას. უპირველესი ამოცანაა ქალების მიმართ არსებული ძალადობის წინააღმდეგ და მათი მძიმე სოციალური მდგომარეობის დასაძლევად ქმედითი მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება. ამისათვის აუცილებელია მოწყვლადი ქვეჯგუფების იდენტიფიცირება და ინდივიდუალური მიდგომის ჩამოყალიბება. ასეთ ქვეჯგუფებად შეიძლება მივიჩნიოთ:
ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წამახალისებელი საკანონმდებლო მექანიზმების შემოღება კვლავ რჩება აქტუალურ თემად. სამართლიანია, გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალები სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილი.