შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ საპენსიო სისტემა საბიუჯეტო დახმარების სახედ აქცია, ეს სისტემა დარჩა 2012 წლის შემდეგაც და არ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნის მიმართულებით, როგორიც არის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აუცილებელია უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით რეფორმის დაწყება და ამ საბიუჯეტო ტვირთისგან თანდათან გათავისუფლება. ამ მიზნით მოსახლეობა 3 კატეგორიად უნდა დაიყოს:

  • საპენსიო ასაკში მყოფი ადამიანები, ვინც დღეს იღებს უნიფიცირებულ პენსიას.  ამ ჯგუფის წარმომადგენლებისათვის პენსიის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი წარსული შრომითი საქმიანობა (სტაჟი) და სხვა მახასიათებლები, რაც დიფერენცირებული პენსიის დანიშვნას უზრუნველყოფს. კანონით უნდა განისაზღვროს პირობითი საპენსიო კაპიტალი და იქიდან გამოითვალოს ყოველთვიური პენსია.

  • ადამიანები, რომლებიც ახლო მომავალში შევლენ საპენსიო ასაკში. ამ ჯგუფისათვის შერეული მოდელი უნდა იქნეს გამოყენებული, ეს ადამიანები შევლენ სავალდებულო საპენსიო დაზღვევის სისტემაში, სადაც მოხდება მათი შემოსავლებიდან დაგროვებით საპენსიო ანგარიშზე თანხების აკუმულირება, ხოლო რეფორმის დაწყებამდე არსებული პერიოდისათვის გამოყენებული იქნება პირობითი საპენსიო კაპიტალის ფორმულა, ამ ორი კომპონენტისგან შედგება პენსიის გაანგარიშების წესი მათ მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას.

  • ახალგაზრდები, რომლებიც შორეულ მომავალში მიაღწევენ საპენსიო ასაკს და რომლებიც რეფორმის დაწყებისთანავე ჩაერთვებიან სავალდებულო საპენსიო დაზღვევის სისტემაში, თავიანთი შემოსავლებიდან ანარიცხებით მოახდენენ დაგროვებითი პენსიისათვის კაპიტალის აკუმულირებას ფონდში.

 

საპენსიო სისტემისათვის შეიძლება ორი მოდელის გამოყენება: ერთი, როცა მხოლოდ სახელმწიფო საპენსიო ფონდი იქმნება და მეორე, როცა სისტემა წარმოდგენილია მხოლოდ კერძო საპენსიო ფონდებით. საწყის ეტაპზე შერეული მოდელის გამოყენება მოხდება, როცა შესაძლებელია პარალელურად არსებობდეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საპენსიო ფონდები.

პარტიის პოზიცია