სიღარიბე არ დაიძლევა მხოლოდ მასთან „ბრძოლით", ისევე როგორც უმუშევრობა - დასაქმების პროგრამებით: თუ სწრაფი ტემპით არ განვითარდა ქვეყნის ეკონომიკა, შეუძლებელი იქნება კეთილდღეობის მაღალი სტანდარტის მიღწევა.
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჩვენ მიერ დასახული კურსის შედეგად, კონკრეტულ სარგებელს მიიღებს თითოეული მოქალაქე:
შრომის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია ამ ამოცანების რეალიზაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ცივილიზებული შრომის ბაზრის ფორმირების მიზნით:
ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, შელახოს დასაქმებულის უფლებები. ასევე, შევქმნით ხარისხიან სამუშაო ადგილებს ახალგაზრდებისთვის. დასაქმების პოლიტიკა არ შეიძლება იყოს განხილული მხოლოდ ცალკე აღებულ სოციალურ მიმართულებად, შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯები ეკონომიკაში და შედეგები წარმოჩენილია ჩვენი პროგრამის შესაბამის ნაწილებში შესაბამისი საპროგნოზო ახალი სამუშაო ადგილების მითითებით, თითოეული პროგრამის მიხედვით.