შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
  • კიდევ უფრო დაიხვეწება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ზედამხედველობის სისტემა;

  • გაგრძელდება შიდა და გარე კონტროლის მექანიზმების განვითარება, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღინისძიებათა განხორციელებისას, უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას უფრო მაღალი სტანდარტით და მინიმუმამდე დაიყვანს ხელისუფლების მხრიდან პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის ბოროტად გამოყენების რისკს;

  • აღნიშნული ცვლილილებები განხორციელდება იმგვარად, რომ დაცული იყოს გონივრული ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და ქვეყნისა და ადამიანების უსაფრთხოების ინტერესებს შორის;
  • განხორციელდება ქმედითი ღონისძიებები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.
პარტიის პოზიცია