შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
  • გაგრძელდება სასამართლო სისტემის რეფორმა როგორც ინსტიტუციურ დონეზე სასამართლოს დამოუკიდებლობის, ისე ცალკეული მოსამართლის მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად;

  • სასამართლოს რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელების შედეგად, დაიხვეწება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი და დისციპლინური წარმოების პროცედურები;

  • საქმეები განაწილდება შემთხვევითობის წესით, ელექტრონული ფორმით;

  • განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა;

  • მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა.

  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობა გავრცელდება მომიჯნავე მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე;

  • საერთო სასამართლოების სისტემაში შეიქმნება კომერციული კოლეგიები და პალატები, რომლებიც სპეციალიზებული იქნება ძვირადღირებული კომერციული საქმეების განხილვაზე;

  • უზრუნველყოფილი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც მმართველი პარტიის, ისე სხვა პოლიტიკური ძალების გავლენისგან;
  • საპარლამენტო კვოტის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდებიან მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის და სათანადო რეპუტაციის მქონე იურისტები.
პარტიის პოზიცია