შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

რეგიონის და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია არსებული ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავება და საქართველოს ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის პოპულარიზაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში ინკლუზიური, კონკურენტული და ეფექტიანი რეგიონული პროექტების განხორციელებას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით. მეზობელ სახელმწიფოებთან, შავი და კასპიის ზღვის რეგიონის, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მათი შემდგომი განვითარების მიზნით:

  • გაღრმავდება თანამშრომლობა მეზობელ, რეგიონის და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან;
  • გაღრმავდება თანამშრომლობა უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე;

  • გაღრმავდება ორმხრივი თანამშრომლობა ევროპის ქვეყნებთან პრიორიტეტული მიმართულებებით;
  • გაგრძელდება ეფექტიანი თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორ ქვეყნებთან;

  • გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან;

  • გააქტიურდება ძალისხმევა საზღვარგარეთის ქვეყნებთან ორმხრივ დონეზე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა სექტორული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობების დასამყარებლად.
პარტიის პოზიცია