საქართველო რთულ და ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება. არსებული გლობალური და რეგიონული გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და აშშ-თან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ალტერნატივა არა აქვს.
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ამოცანებს, ასევე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, აქტიურად უჭერს მხარს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომლის სხდომა 2017 წელს საქართველოში გაიმართება. საქართველო გააგრძელებს აშშ-თან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ურთიერთობების შემდეგომ გაღრმავებას. კერძოდ: