შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
  • ხელისუფლება გააგრძელებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. უკვე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება ისეთი მშენებლობები, როგორიცაა: ზუგდიდში 26 თორმეტსართულიანი კორპუსი 2,000 ოჯახისთვის, ქუთაისში 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი 2,200 ოჯახისთვის, გორში 8 ათსართულიანი კორპუსი 480 ოჯახისთვის, წყალტუბოში 8 ათსართულიანი კორპუსი 560 ოჯახისთვის და მცხეთაში 2 კორპუსი 130 დევნილი ოჯახისთვის. ამას ემატება  მენაშენეებისგან 1,000-მდე გამოსყიდული ბინა ახალაშენებულ კორპუსებში თბილისში, ქუთაისში, მარნეულსა და ბორჯომში;

  • სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, მინიმუმ, 3,000 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენა მოხდება;

  • 24,000-ზე მეტ დევნილ ოჯახს, რომელსაც საკუთრებაში აქვს გადაცემული საცხოვრებელი ფართი, მათ მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს საკუთრებაში გადაეცემა საერთო სარგებლობის ფართებიც (სხვენები, სარდაფები და სხვ.);

  • მნიშვნელოვნად გაძლიერდება მცირე სამეწარმეო საქმიანობისა და დევნილთა კოოპერაციის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან;

  • გაგრძელდება ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესი. საქართველოს მასშტაბით, დაგეგმილია 1,000-მდე ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლების შეძენა.
პარტიის პოზიცია