შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
  • შეიქმნება დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი (დაქირავებით დასაქმებულთათვის);

  • 2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის, 8 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების საკვანძო საგზაო ინფრასტრუქტურა;
  • დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა (წითელი ხიდიდან სარფამდე);
  • 2020 წლისთვის, 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 360 ათასი ადამიანი;

  • აშენდება 8,000 კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტზე წვდომა;

  • ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისების გზით - 2017-2020 წლებში შეიქმნება, სულ მცირე, 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე;
  • ენერგეტიკის სექტორში ჩაიდება, სულ მცირე, 3 მილიარდი ლარის ინვესტიცია;
  • ქვეყანაში აშენდება გაზსაცავი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის აუცილებელი სტრატეგიული მარაგის შექმნას;

  • 2020 წლის ბოლომდე დამატებით 200 ათასი ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს;

  • ე.წ. „უშუქო სოფლებში" 1,000 ოჯახი პირველად მიიღებს ელექტროენერგიას და ქვეყანაში ელექტროენერგიის გარეშე აღარ დარჩება აღარცერთი სოფელი;

  • 200 ათას ჰექტრამდე გაიზრდება მელიორირებული (წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული) მიწების ფართობები. განვითარდება და გაუმჯობესდება სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემები;

  • 40%-ით გაიზრდება და 2020 წლისთვის 8 მილიონს გადააჭარბებს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა;

  • თითქმის გაორმაგდება საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და „ქართული ოცნების" მმართველობის შემდგომი 4 წლიანი ციკლის ბოლოს 3,5 მლრდ დოლარს მიაღწევს;

  • ტურიზმთან ასოცირებულ ინდუსტრიებში სამუშაო ადგილების საშუალო წლიური რაოდენობა გაიზრდება არანაკლებ 80 ათასით;

  • 2020 წლისთვის მშპ გადააჭარბებს 50 მილიარდ ლარს;
  • 2020 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მიაღწევს 14,000 ლარს.
პარტიის პოზიცია