ადრეული და სკოლამდელი განათლების ერთიანი მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ყველა საჯარო და კერძო ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებაში 2017 წლიდან ამოქმედდება ერთიანი სტანდარტი;
უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი, უსაფრთხო და ინკლუზიური, მოსწავლის წარმატებაზე ორიენტირებული სისტემისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარება;
განისაზღვრება პედაგოგების პროფესიული სტანდარტი. სახელმწიფო უზრუნველყოფს პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად;
თავისუფალი გაკვეთილები, რომელიც მოსწავლეების ინტერესებზე იქნება მორგებული, გახდება სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი;
მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში;
პროფესიული განათლების სისტემაში დაინერგება საჯარო-კერძო პარტნიორობის დუალური მოდელი;
შეიქმნება ზრდასრულთა განათლების სისტემა;
უმაღლესი განათლების დაფინანსება ორიენტირებული იქნება ქვეყნის განვითარების საჭიროებებზე, საზოგადოებრივი ცხოვრების პრიორიტეტებსა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება და დაფინანსდება უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები;
განხორციელდება მეცნიერული კვლევის ინტეგრაცია სწავლების პროცესში;
ხელისუფლება განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს უმაღლესი განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების როლისა და მნიშვნელობის ზრდას;
ქვეყნის ეკონომიკის, სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებისა და საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით, მოხდება პრიორიტეტული სამეცნიერო დარგების იდენტიფიკაცია და მათი გაძლიერება;
სახელმწიფო მხარს დაუჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.