ჩვენს ფინანსურ რეიტინგში ხვდება მხოლოდ იმ კანდიდატთა წინასაარჩევნო პროგრამები, რომლებიც ჩვენი ექსპერტების მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ასეთი მხოლოდ სამი წინასაარჩევნო პროგრამა აღმოჩნდა, ხოლო დანარჩენი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებმა ვერ დააკმაყოფილეს ჩვენს მიერ ქვემოთ აღწერილი სტანდარტი და შესაბამისად, 2017 წლის ფინანსური რეიტინგის მიღმა აღმოჩნდნენ. “საარჩევნო პროგრამების ფინანსური რეიტინგის” მიზანია, ხელი შეუწყოს საარჩევნო დაპირებების სერიოზულ, რაციონალურ საჯარო ანალიზს, ეს კი შეუძლებელია თუკი არ ვიცით, ესა თუ ის კანდიდატი, როგორ და რა ხარჯებით განახორციელებს ამა თუ იმ ინიციატივას. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტის პირველი ფაზა აფასებს იმას, თუ რამდენად დათვლადია ამა თუ იმ კანდიდატის კონკრეტული ინიციატივა. “ფინანსური რეიტინგი” არ არის კანდიდატთა პროგრამების სრული შინაარსობრივი ანალიზი და მხოლოდ მათი დათვლის თეორიულ შესაძლებლობას განიხილავს. შესაძლებლობა მოხდეს წინასაარჩევნო პროგრამების ფინანსური და ეკონომიკური განზომილება ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის აუცილებელ და მნიშნელოვან კომპონენტად მიგვაჩნია. ამასთანავე, პროგრამები ხშირად და მართებულად ასევე ეხება ისეთ საკითხებს, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ ეთიკური ან პოლიტიკური განზომილება, რაც არ წარმოადგენს არსებული რეიტინგის ანალიზის საფუძველს. პროექტის მეორე ეტაპზე, ჩვენ უკვე კანდიდატთა დაპირებების უფრო სიღრმისეულ შედარებით ანალიზს გამოვაქვეყნებთ. წაიკითხეთ მეტი