შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
პროექტის შესახებ

www.partiebi.ge  2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს, როგორც მერობის კანდიდატების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.


ამ პროექტის მიზანია, რომ მერობის კანდიდატებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება საარჩევნო დღეს. ამავე პროექტით, ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ წინასაარჩევნო კონკურენციისა და დებატების რაციონალურ, საქმიან და პოლიტიკაზე ორიენტირებული დისკუსიების წარმართვას.


ამ ვებ-გვერდის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ თბილისის მერობის კანდიდატების ხედვები ცალკეულ, თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და/ან გაეცნოთ მერობის კანდიდატის სრულ საარჩევნო პროგრამას. სოციალური მედიის აპლიკაციები კი საშუალებას მოგცემთ ადვილად გაავრცელოთ და იმსჯელოთ თქვენთვის საინტერესო იმ საკითხებზე, რომელთაც აქ იხილავთ.


იმედი გვაქვს, აქტიურად გამოიყენებთ ამ სასარგებლო რესურსს.


Print Friendly Version of this page Get a PDF version of this webpage
პროექტის დონორი
პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.
პარტნიორები